რა ახასიათებს ქრონიკულ დაღლილობას და რა დაავადებებზე მიგვანიშნებს იგი

Image

ქრონიკული დაღლილობა არის მენტალური, ფიზიკური და ემოციური გამოფიტვის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ჭარბი სტრესით, რაც  შემდგომში სიცოცხლის ინტერესის, ცხოვრების ხარისხისა და მოტივაციის დაკარგვას იწვევს.

 

ასეთ ადამიანებს ახასიათებთ პესიმიზმი, თვითიზოლაცია, სიამოვნების დაკარგვა, ასევე აქვთ  აპათიისა და უიმედობის განცდა, პროდუქტიულობის დაკარგვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

 

 

 

efb60a0baf0394cbaf1760c39e280469.png

 

ქრონიკული დაღლილობის დროს სულ მცირე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ადამიანი მუდმივად გრძნობს ფიზიკურ და სულიერ დაღლილობას. ის არ გაივლის ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი და მეტად ძლიერდება ფიზიკური და ფსიქო–ემოციური გადაძაბვის შემდეგ.

გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა იხრება ვირუსული ეტიოლოგიისკენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ებშტეინ–ბარეს ვირუსი, ჰერპესული ჯგუფის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი.

 

fd0581a9b117cfb641a082fb1b87c4b1.jpg

 

 

 

ქრონიკული  დაღლილობის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება : ცხოვრების არასწორი წესი, შრომითი საქმიანობის მძიმე პირობები, გარემო ფაქტორები და სხვა. 

 

რა დაავადებებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს  ქორნიკული დაღლილობა?

 

ფარისებრი ჯირკვალი

სისუსტის და მოთენთილობის მიზეზი ხშირად ფარისებრივი ჯირკვლის პრობლემებია. ჰორმონების მატებასთან ერთად იზრდება ფარისებრი ჯირკვალი, ადამიანს უხშირდება გულისცემა და გრძნობს ცხელებას. არასაკმარისი ჰორმონების შემთხვევაში კი, წონაში იმატებს და მუდმივად ამცივნებს.

ანემია

ანემიის დროს სისხლის წითელი სხეულები არასაკმარისი რაოდენობით აწოდებენ ორგანიზმს ჟანგბადს და სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი სისუსტეს. ანემიის მთავარი მიზეზები ორგანიზმში რკინის სიმცირე ან შიდავენური სისხლდენა, თირკმელების დაავადება ან სიმსივნეა. დაღლილობასთან ერთად ანეემიას უძილობა, კონცენტრაციის დაკარგვა, გულისა და თავის ტკივილები ახასიათებს.

 დიაბეტი

შაქარი ადამიანის ორგანიზმში ერთგვარი „საწვავის“ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ამ ფუნქციის გაუმართავი მუშაობა მუდმივ დაღლილობის და სისუსტის მიზეზი ხდება. დიაბეტის მთავარი სიმპტომები უმადობა, წონის დაკარგვა, ხშირი შარდვა, მუდმივი წყურვილის გრძნობა და მხედველობის პრობლემებია.

 

დეპრესია

დეპრესიული მდგომარეობა, რომლითაც ადამიანი ხშირად წლობითაც იტანჯება, პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მოქმედებს ნეგატიურად. დეპრესია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა აქტიურობის შემცირება, უძილობა და უმადობა, გულმავიწყობა და კონცენტრაციის დაკარგვა, მუდმივი განგაშის და მარტოობის შეგრძნება, ნებისმიერ შემთხვევაში თან ახლავს.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !