-
2020-03-05 12:27
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო
პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა.
„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ
რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაოაბს. ამასთან დაკავშირებითაც
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები
განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და
გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ტიკარაძემ.