
კომპანია ,,ზედაზენმა“ რთული წლის მიუხედავად 50% ზრდა აჩვენა.
როგორც კომპანიის მფლობელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი საკუთარი ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ბოლო წლის მანძილზე, მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, კომპანიაში წინა წელთან შედარებით ზრდაა.
,,წლების განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩოჩელები ბიზნესს ხელისუფლების მხარდაჭერით ავითარებდნენ.
გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, მიუხედავად ზეწოლისა და სტაგნაციისა „ზედაზენმა“ აჩვენა 50%-იანი ზრდა. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დაიჯეროთ - მაგრები ვართ !“-წერს ცეზარ ჩოჩელი.