
გოგონა, რომელიც 42 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, სერიული მკვლელი აღმოჩნდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 19 წლის ამერიკელმა გოგონამ აღიარა, რომ სატანისტია და ზუსტად ვერ იხსენებს, რამდენი ადამიანი მოკლა, თუმც, მინიმუმ 22 მოკლული გაიხსენა.
პენსილვანიაში მცხოვრებმა მირანდა ბარბურმა ინტერვიუ გამოცემა "დეილი აითემს" მისცა, როგორც ბარბური აღნიშნავს ფედერალურმა ბიურომ მისი აღირების შემდეგ გამოძიება დაიწყო.
მირანდა ბარბური სოციალურ ქსელში გაცნობილი 42 წლის მამაკაცის ტროი ლაფარეტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ახლა მისი საქმით ფედერალური საგამოძიებო ბიურო დაინტერესდა, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს 19 წლის ეჭვმიტანილის შოკისმომგვრელი ჩვენება.