-
2016-07-11 01:41
პორტუგალიის ნაკრებმა დამატებით დროში, 109-ე წუთზე ედერის მიერ გატანილი გოლის წყალობით ევროპის ჩემპიონატის ფინალში "პარკ დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მანამდე კი იყო რონალდოს ტრავმა და ცრემლები, არაერთი საგოლე მომენტი როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან, პორტუგალიის ნაკრების მეკარის დაუჯერებელი სეივები, ფრანგებისგან ზურგშექცევით დამდგარი ფორტუნა და საბოლოოდ, უკვე სიხარულისგან ატირებული რონალდო და დამწუხრებული, ცრემლიანი ფრანგი გულშემატკივრები.
