ტბაში ჩაძირული ტროლეიბუსი და მოცურავე, რომელმაც ოცჯერ ჩაყვინთა და ოცი ადამიანი იხსნა

Image

საბჭოთა პრესაში ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ მხოლოდ იმის შესახებ, როგორ გადაარჩინა ცნობილმა მოცურავემ შავარშ კარაპეტიანმა ერევნის ტბაში გადავარდნილ ტროლეიბუსში ჩარჩენილი ოცი ადამიანი. ერთი სიტყვაც არ თქმულა იმის შესახებ, რომ ტროლეიბუსში მყოფი კიდევ დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა. 

 

შავარშ კარაპეტიანი იმ დილით, 1976 წლის 16 სექტემბერს ჩვეულებრივ, ვარჯიშობდა, როცა დაინახა, როგორ გადაეშვა გზიდან ტბაში ხალხით სავსე ტროლეიბუსი. მას ბევრი არ უფიქრია: მაშინვე ჩაყვინთა და თავისი ახალი რეკორდის დამყარებას შეუდგა - საბოლოო ჯამში, მან ოცჯერ ჩაყვინთა და ამოყვინთა, ყოველ ამოყვინთვაზე კი თითო ადამიანი ამოჰყავდა.

 

ჩაკეტილ ტროლეიბუსში მყოფი მგზავრები რკინის გალიაში აღმოჩნდნენ. კარაპეტიანმა თითქმის შეუძლებელი შეძლო: წყალქვეშ ფეხებით ჩაამსხვრია მინა, ტროლეიბუსის სალონში შეძვრა, პირველივე ადამიანს, ვინც ახლოს იყო, ხელი დაავლო და ზედაპირისკენ წაიყვანა. და მერე, ყოველ ჩაყვინთვაზე ასე, შემთხვევით არჩევდა მგზავრებს - ვინც ხელში მოხვდებოდა. მას კარგად ესმოდა, რომ ყველას ვერ გადაარჩენდა. 

 

თვითონ კარაპეტიანი ამ ამბავს ასე იხსენებდა: "ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო..."

 

ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, რომ კარაპეტიანის სხეულზე მინით დასერილი ადგილების რაოდენობა მატულობდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყვინთვა ერევნის ტბის მღვრიე წყალში სულაც არ ჰგავს ყვინთვას აუზში ან შედარებით თბილ წყალსაცავში - კარაპეტიანმა იმ დღეს იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამ სფეროს საუკეთესო წარმომადგენელსაც კი შეეძლო...

 

მეორე დღეს კარაპეტიანი საავადმყოფოში იწვა: 40 გრადუსი ტემპერატურით, ფილტვების ანთებით... სეფსისი განუვითარდა და ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოძვრა. 

 

საბოლოოდ, ეს შემთხვევა გახდა მიზეზი, რომ შავარშ კარაპეტიანმა აქტიურ სპორტს თავი გაანება, მაგრამ მას უკვე ჰქონდა დამყარებული თავისი ახალი, მსოფლიო მნიშვნელობის და ფასდაუდებელი რეკორდი: 20 გადარჩენილი სიცოცხლე.

 

სხვათა შორის, სწორედ ეს, არასპორტული საბაბით ჩადენილი გმირობა გახდა განმსაზღვრელი, როცა იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება, შავარშ კარაპეტიანი Fair Play-ს ორდენით დაეჯილდოვებინა, ასე რომ, ხალხის სიყვარულთან ერთად, კარაპეტიანმა ჯილდო ოფიციალურადაც მიიღო.

 

 

karapet.jpg

 

karapet2.jpg

 

რედაქტორის რჩევით

ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

2019-07-18 22:23
ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს-პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება

2019-07-18 20:31
პაატა სალია ნიკა გვარამიას რამდენიმე წუთის წინ შეხვდა. შეხვედრას ჟურნალისტებიც ესწრებიდნენ. 

რუსთავი-2 კი არა, BBC და CNN რომ ჩაიგდოს ხელში ივანიშვილმა, მაინც არაფერი ეშველება - ნათელაშვილი

2019-07-18 19:33
შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას ეხმიანება.

პაატა სალია რუსთავი 2 -ში მისვლას დღეს გეგმავს

2019-07-18 19:24
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „რუსთავი2“-ში მისვლას დღესვე აპირებს. ამის შესახებ...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2191
0.0013
100
RUB
 - 
4.5608
0.0062
1
USD
 - 
2.8714
0.0027

გუშინ:

ჰიტები:744 უნიკალური:554

მიმდინარე:

ჰიტები:103 უნიკალური:91