-
2016-02-01 23:39
ვერძი: 2თებერვალი თქვენთვის შესაძლოა ნეგატიურად წარიმართოს. არ არის სასურველი დღეს იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის იზრუნოთ. შესაძლოა სამსახურშიც გარკვეულ დაბრკოლებებს გადააწყდეთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თვითკონტროლი არ დაკარგოთ.
კურო: კარგი იქნება თუ გარკვეული რთული საკითხების მოგვარებაში ახლობლებსა და გარშემომყოფებს დაიხმარებთ. ეცადეთ საქმის მსვლელობის დეტალები არ გაამჟღავნოთ, მაგრამ აუცილებლად მოუსმინეთ რჩევებს და თქვენთვის სასარგებლო პუნქტები გაითვალისწინეთ.
ტყუპები: არ აჩქარდეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი და სჯობს მოვლენების ლოგიკურ განვითარებას დაელოდოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ იმედი, შესაბამისი ძალისხმევის დახარჯვის შემთხვევაში, შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.
კირჩხიბი: კარგი იქნება თუ დღეს მადლიერებას გამოხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიკეთის მეტს არაფერს გისურვებენ. 2 თებერვალი ახლობლებისა და მეგობრების წრეში უნდა გაატაროთ. ეს დადებითად იმიქმედებს თქვენზე და მომავალი დღეების პოზიტიურად განვითარებას განაპირობებს.
ლომი: თუ თვლით რომ რაიმე გადაუდებელი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, აუცილებლად მოაგვარეთ იგი და არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ სამომავლოდ. ხოლო თუ დღის ბოლოს თავისუფალი დრო დაგრჩებათ, ეცადეთ განმარტოვებასა და დასვენებას.
ქალწული: უკანასკნელი დროის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში მომხდარი დადებითი მოვლენები, თქვენი მომავლის პოზიტიურად განვითარებას შეუწყობს ხელს. შეგეძლებათ პრობლემების მოგვარება როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთანაც.
სასწორი: დღეს არ არის სასურველი საკუთარი აზრისა და იდეების განვითარებაზე ზრუნვა. ამისგან მაინც არაფერი გამოგივათ და პირიქით, უარყოფითი შედეგი დეპრესიულ ხასიათს გამოიწვევს. ეცადეთ მიჰყვეთ დინებას და ზედმეტი არაფერი მოთხოვოთ საკუთარ თავს.
მორიელი: არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ აჩქარდეთ და მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებები ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღეთ.
მშვილდოსანი: მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვნებით ხართ დაღლილი და რაიმე ახალს ელით თქვენს ცხოვრებაში, დღე მაინც დაძაბული სამუშაო დღე და რუტინა გელით. ეს განაპირობებს თქვენს ნერვულ აშლილობას და მის სამკურნალოდ, საუკეთესო ვარიანტი საღამოს საათების მეგობრების წრეში გატარებაა.
თხის რქა: არავითარ შემთვევაში არ ეცადოთ სხვისი პრობლემების მოგვარებას, გახსოვდეთ, რომ პრობლემები თქვენც თავზე საყრელად გაქვთ. ეცადეთ დღევანდელი დღე მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოთ.
მერწყული: მიზანსწრაფულობა ნამდვილად კარგი თვისებაა, მაგრამ არავითარი მიზნის დასახვა არ ღირს, თუ წინასწარ არ იცით რა შედეგს მოგიტანთ იგი. იმედის გაცრუებამ კი შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს .
თევზები: დღეს შესაძლოა კარიერული წინსვლისა და ხელფასის მატების სიამოვნება განიცადოთ. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ დაკისრებული მოვალეობა!