
ვერძი - დღეს არ ღირს მსხვილი საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა. არ არის გამორიცხული არასასიამოვნო ამბის გაგება ან არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვედრა.
კურო - დღეს კამათი გექნებათ უფროსებთან, მაგრამ დღე გაივლის ეფექტურად თუკი თქვენს პოტენციალს მიმართავთ ფიზიკურ შრომაზე.
ტყუპები - დღეს დიდ დროს დაუთმობთ, საუბრებს, დისკუსიებს. ეს რთული დღე მოითხოვს თქვენგან მობილიზებას და პროფესიონალიზმს.
ლომი - თუ აქამდე თქვენი შემოსავლით უკმაყოფილო იყავით, ნუღარ დაღონდებით-ფული თითქოს "თავისი ფეხით" მოვა თქვენთან. ოღონდ მოულოდნელმა წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოთ.
მშვილდოსანი - იდეალური დღეა გარდერობის განსაახლებლად და სახლის ინტერიერის შესაცვლელად.
ქალწული - შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, შეხვდეთ და ესაუბროთ ადამიანებს, რომელთა მოსაზრებები ადრე არ გაინტერესებდათ, დაიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა.
თხის რქა - დღეს საშუალება მოგეცემათ, კარიერაში მნიშვნელოვანი მწვერვალები დაიპყროთ, თუმცა დროა, პირად ცხოვრებასაც მიხედოთ.
სასწორი - თავი შეიკავეთ დაპირებებისაგან, ნუ დაგეგმავთ წინასწარ ნურაფერს, დღევანდელი დღე მოულოდნელობით იქნება აღსავსე. თქვენ ბევრი ადამიანი დაგპირდებათ მხარდაჭერას, მაგრამ ჯობს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყოთ.
მერწყული - დღეს ყველაზე რთულ პრობლემებსაც მარტივად მოაგვარებთ. ახლობლებსა და ნათესავებს მეტი დრო დაუთმეთ.
კირჩხიბი - დღეს ახალი საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ არ დათანხმდეთ, რადგან ეს საქმე თქვენთვის მომგებიანი არ იქნება. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, სამომავლოდ დაგეხმარებათ კარიერის ზრდაში.
მორიელი - დღევანდელი დღე იდეალურია ხანგრძლივი პროექტების დასაწყებად.
თევზები - დღეს ნებისმიერი საქმიანობა და ძიება თქვენ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შედეგიანი იქნება.