14 იანვრის ჰოროსკოპი

Image

ვერძი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელსაც აქამდე გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით, ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ.

 

თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს, იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა, საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

 

კურო - დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებული შედეგებით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუკი შეძლებთ ამბიციები დაიოკოთ და სხვათა მითითებებს დროებით მაინც დაემორჩილოთ. ამგვარი საქციელით სამომავლო საქმიანობისთვის მძლავრ მოკავშირეებს შეიძენთ და კონკურენტებსაც გაცილებით იოლად გაუმკლავდებით. თუმცა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღებისას, გადაუმოწმებლად და ბრმად ნუ ენდობით მას.

 

ტყუპები - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება, თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს.

 

კირჩხიბი - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა, ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. საერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

 

ლომი - დღეს, შესაძლოა, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზა, ასაკიანი ადამიანის მიერ მოცემულმა, ძალზე გონივრულმა რჩევამ გაპოვნინოთ. ამიტომ ყურადღებით და მაქსიმალური ტაქტით მოეკიდეთ ასაკით უფროს კოლეგებთან ან ოჯახის უხუცეს წევრებთნ ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

 

ქალწული - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აჰყვებით ჭორებს. შესაძლოა, ამგვარმა საქციელმა სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში უამრავი პრობლემა მოგიტანოთ.

 

სასწორი - დღევანდელი დღე საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის საშუალებას მოგცემთ. ამასთან, წარსულის ჯეროვნად გადაფასებას და სამომავლოდ, ახალი გეგმების დასახვასაც მოახერხებთ. დღეს ენერგიის საოცარ მოზღვავებასთან ერთად, გარშემომყოფთა უშუალო და დადებით დამოკიდებულებასაც იგრძნობთ თქვენს მიმართ. შეეცადეთ, ყურადღების არეალში მოაქციოთ ნებისმიერი უმნიშვნელო მოვლენაც კი. შესაძლოა ამგვარმა დაკვირვებამ მომავალში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე მიგანიშნოთ. ამიტომ, თუ სამომავლოდ რაიმეს ინანებთ, მხოლოდ თქვენს დღევანდელ დაუკვირვებლობას დააბრალეთ.

 

ღრიანკალი - ბოლო პერიოდში თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ როგორც ოჯახურ, ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია, რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადებითად იმოქმედებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს თქვენი დახმარება ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ და, შესაძლოა, რომელიმე მათგანს რაიმე კონკრეტული სახის საფრთხეც კი ააცილოთ თავიდან, თუკი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნებით.

 

მშვილდოსანი - დღეს, შესაძლოა, პროფესიულ ასპარეზზე წარმოქმნილი სიტუაციდან გამომდინარე, იძულებით კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. თუმცა, სამომავლოდ თქვენი ამგვარი საქციელი უფროსობის მხრიდან დადებითად შეფასდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას თქვენს შორის გაუცხოვების მიზეზი, შესაძლოა, ძველი წყენა იყოს, რომლის პატიებაც თქვენ ძალიან გიჭირთ. უმჯობესია, თუ განაწყენების რეალურ მიზეზებზე გულახდილად ისაუბრებთ პარტნიორთან. ერთობლივი კომპრომისის გზით, გაცილებით უმტკივნეულოდ მოაგვარებთ ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებს.

 

თხის რქა - პლანეტების განლაგება დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ საქმიან სფეროში ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

 

მერწყული - წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევარში პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.

 

თევზები - რაც უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აიღებთ დღეს საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დანაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, დღის ბოლოს საკუთარი თავისა და სიამაყის შეგრძნება ერთნაირი პროპორციულობით აგიმაღლდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ოჯახური კონფლიქტების გაღვივების ალბათობა ძალზე დიდია და, აქედან გამომდინარე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. შესაძლოა, მათ მიერ ნათქვამი მწარე სიტყვები ბასრი ხანჯლის ნაიარევივით, წლების მანძილზე თქვენს სულს მოუშუშებელ იარად დააჩნდეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !