ზაზა ფაჩულია თანადგომისთვის მადლობას იხდის

Image

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ინტერნეტმომხმარებლებს მადლობას უხდის თანადგომისთვის. შეგახსენებთ, "ოლ სტარისთვის" კალათბურთელების შერჩევაში ინტერნეტით ხმის მიცემას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და შესაძლოა, მწვრთნელების გადაწყვეტილებაზეც იქონიოს გავლენა. ამ დროის მონაცემებით,  ზაზა ფაჩულია 15-დან მე-8 ადგილს იკავებს.

 

"გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენს თანადგომას, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა.

 

მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია", - წერს ზაზა ფაჩულია "ფეისბუქში".

 

აქვე გთავაზობთ დავით რაფავას ანალიზს ხმის მიცემის პროცესსა და მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში:

 

(1) ხმის მიცემა დაიწყო 10 დეკემბერს. პირველი შედეგები დაიდო 25 დეკემბერს, მეორე - 7 იანვარს. 15-დან 14 კალათბურთელი ორივე სიაშია და მხოლოდ ზაზა არის ახალი, თანაც ეგრევე მე-8 ადგილზე.

 

(2) ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხმა ჰქონდა დაგროვილი ზაზას 25 დეკემბერს, მაგრამ ვიცით მე-15 ადგილის შედეგი - 42,285 ხმა. ე.ი. ზაზას ბოლო 13 დღის შედეგი ყოფილა მინიმუმ 152,000 ხმა, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება 180,000-იც იყოს. უფრო მეტი მხოლოდ ბრაიანტს (543,000) და დურანტს (266,000) აქვთ.

 

(3) ლიდერების ხმების დინამიკაში შეიმჩნევა კლების ტენდენცია 21%-36%, ორ მოთამაშეს აქვს მცირე ზრდა 1% და 7%, ხოლო ზაზას შედეგი გაიზარდა 260%-ით.

 

(4) ამ 15-ეულიდან პირდაპირ დასავლეთის სასტარტო ხუთეულში მოხვდება მხოლოდ 3 ლიდერი, ხოლო სათადარიგოებს შეარჩევს მწვრთნელი. დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, სამეულში მოსახვედრად საჭირო იქნება კიდევ დაახლოებით 300,000 ხმის მოგროვება, რაც ჩვენს მიერ აკრეფილი ტემპით სავსებით მიღწევადია.

 

(5) ამ სიაში ზაზას ასწრებს მხოლოდ ერთი უშუალო კონკურენტი ცენტრის პოზიციაზე - ტიმ დანკანი, რომელსაც აქვს 229,000 ხმა და 21%-იანი ზრდა, ზაზას 194,000 ხმის და 260%-იანი ზრდის წინააღმდეგ. ფაჩულიას პირველობა ცენტრებს შორის ნამდვილად არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ გარკვეულ გავლენას მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე ნამდვილად იქონიებს.

 

შეგახსენებთ, ხმის მიცემა რჩეულთა სიაში ზაზა ფაჩულიას მოსახვედრად, შესაძლებელია სოციალური ქსელებში ჰეშთეგით #NBAVOTE ZAZA PACHULIA დღეში ერთხელ. ასევე, ხმის მიცემა შესაძლებელია Google-ს ამ ბმულზეც: https://www.google.ge/search?q=nbavote+mavs&cad=h

 

nba.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !