UkroLeaks-მა ავაქოვის ელფოსტა გატეხა: მიმოწერა ზღულაძესთან, ტიშჩენკოსთან და მილიონობით ევროდ ღირებული სახლის შერჩევა იტალიაში

Image

UkroLeaks-მა თავის საიტზე გამოაქვეყნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის - არსენ ავაქოვის ელექტრონული მიმოწერის მასივი. სტატიაში "არსენ ავაქოვი  და მისი პიარის სამინისტრო" მოთხრობილია, სინამდვილეში რითია დაკავებული მინისტრი და მისი სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში წესრიგი და კანონიერება დაამყაროს.

 

მასალაში წარმოდგენილია მინისტრის მიმოწერა:

 

- პრეს-მდივან ნატალია სტატივკოსთან;

 

- კიბერდანაშაულებებთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელთან, სერგეი დემედიუკთან;

 

- უმაღლესი რადის დეპუტატთან და მინისტრის შტატგარეშე მრჩეველთან, ანტონ გერაშჩენკოსთან;

 

- დაახლოებულ ჟურნალისტებთან, იური ჩევორდოვთან, სერგეი ნიკოლაევსა და სტანისლავ რეჩინსკისთან;

 

- მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძესთან;

 

- უკანონო აქტივების დაბრუნების სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ელენა ტიშჩენკოსთან.

 

გარდა ამისა, ჰაკერებმა აღმოაჩინეს, რომ არსენ ავაკოვი და მისი მეუღლე ინა დაინტერესებული არიან უძრავი ქონებით იტალიაში, სადაც ზოგიერთი შეთავაზება 14 მილიონ ევროსაც კი აღწევს.

 

UkroLeaks მასალას ასაბუთებს ელექტრონული წერილების ორიგინალებით, რომელთა შემოწმებაც ადვილია. ანონიმური ჰაკერები ფლობენ წერილების დაახლოებით ერთწლიან არქივს და გამოქვეყნებული აქვთ მისი მხოლოდ მცირე ნაწილი.

 

უფრო ადრე ჰაკერების "ობიექტები" იყვნენ სახალხო დეპუტატები  ირინა და იური ლუცენკოები, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი აივარას აბრომავიჩუსი, ვალენტინ ნალივაიჩენკო.

 

არსენ ავაქოვი და მისი პიარის სამინისტრო

 

არსენ ავაქოვმა და მისმა გუნდმა მთელი თავისი ძალები მიმართეს PR-ზე. ეკა ზღულაძის მიერ შექმნილი საპატრულო პოლიციის პროექტი აისბერგის ყველაზე შესამჩნევი მწვერვალია.სამინისტრო არ მუშაობს თავისი პირდაპირი დანიშნულებით ისე, რასაც დრო და შექმნილი ვითარება მოითხოვს. რეზონანსული მკვლელობების გამოძიება არ ხდება, დანაშაულის დონე  გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

 

არიან თანამდებობის პირები, რომელთათვისაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა მათი პირდაპირი მოვალეობაა. ასეთ თანამშრომელთა რიცხვს განეკუთვნება ავაკოვის პრეს-მდივანი ნატალია სტატივკო, რომელიც რჩევებს აძლევს მინისტრს, რომელ საინფორმაციო საშუალებებთან ჰქონდეს ურთიერთობა და რომელთან - არა.

 

მაგალითად, სტატივკო მინისტრს ურჩევს არ მისცეს ინტერვიუ ჟურნალ "ფოკუსს" თემაზე: " წლის მიღწევები და წარუმატებლობები". ქალბატონი მართალია: სატრაბახო, მართლაც, არაფერი აქვთ. წარუმატებლობებზე საუბარი კი ყოველთვის უხერხულია.

 

arsen.jpg

 

 

 

მეორე წერილში (2015 წ. 6 აგვისტო) კი იგი მინისტრს ურჩევს მისცეს ინტერვიუ ტელეარხ "ინტერს", რომელმაც, მისი თქმით, შეიცვალა პოზიცია ავაკოვის მიმართ და ამჟამად დადებითადაა განწყობილი.

 

arsen1.jpg

 

 

სტატივკოს არ ავიწყდება ლობირება გაუწიოს თავის ყოფილ კოლეგებს ხარკოვული "Главное"-დან და ხელი შეუწყოს მათ სახელმწიფო ჯილდოების მიღებაშიც კი. მან ერთ დღეში შეავსებინა დაჯილდოვების ფურცელი გამოცემა "Главное"-ს რედაქტორის მოადგილეს და უკვე 5 ივნისს დააჯილდოვეს კიდეც. ასეთი რამ იმ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინისთვის სისხლს ღვრიდნენ, არც კი დაესიზმრებოდათ.

 

ნატალია სტატივკოსა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის - სერგეი დემედიუკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ მინისტრს ტვიტერში მისი აქაუნტის მართვაში. ჯობდა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ეზრუნა მინისტრის ფოსტის საიმედოობაზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ.

 

ავაქოვს ჰყავს თავისი "პირადი" ჟურნალისტები: ი.ჩევორდოვი, ს. რეჩინსკი, ს. ნიკოლაევი და ბევრი სხვა.

 

ცალკე მიმართულება აქვს სამინსტროს პიარისათვის - სამუშაოზე ეფექტური ქალბატონების მიღება, მაგალითად, ეკა ზღულაძე და ელენა ტიშჩენკო. თუ ეკასთან ავაკოვი ძირითადად ტექნიკურ საკითხებს განიხილავს საპატრულო პოლიციის შექმნის საქმეში, ელენასთან ავაკოვს საინტერესო მიმოწერა აქვს გამოძიების გარკვეულ საკითხებზე. „ამ წერილებს ჯერ არ გამოვფენთ. ელენას თვითონ შეუძლია გამოისყიდოს ჩვენგან ეს ინფორმაცია, ფასზე შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოქვეყნდება“, - წერენ ჰაკერები.

 

და, ბოლოს, ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩვენი მასალისა. ავაკოვი თვითონაც არ ფარავს, რომ მულტიმილიონერია. მან 2014 წელს წარმოადგინა თავისი შემოსავლების დეკლარაცია:

 

რადას დეპუტატის ხელფასი (2014 წ. იანვ.-თებ.) - 47052,16 გრივნა

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ხელფასი (2014 წ. თებ.-დეკემბ.) - 170617,43 გრივნა

 

დივიდენდები (კომპანია Avitalia srl, იტალია) - 65300 ევრო.

 

აქციები, წილები, ფასიანი ქაღალდები:

 

საწესდებო შენატანი "Трастовая компания Авакова"-ში - 205477,50 გრ.

 

საწესდებო შენატანი Avitalia srl-ში (იტალია) - 800 000 ევრო.

 

ელექტრონული მიმოწერა ავაქოვსა და იტალიაში მის ნდობით აღჭურვილ პირს - აშოტ ამირიანს შორის ამტკიცებს, რომ მინისტრი და მისი მეუღლე ინა არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები. ფირმის შემოსავალმა კი 2014 წელს შეადგინა 200 ათას ევროზე მეტი ( წერილი საბალანსო ანგარიშით საერთო არქივშია).

 

მაგრამ ყველაზე საინტერესო ეს ციფრები კი არაა, არამედ ის, თუ როგორ უძრავ ქონებას ეძებს შესაძენად ეს წყვილი იტალიაში ამ ფირმის მეშვეობით.

 

სტატიაში მოყვანილია სახლების ფასები: 5 მილიონი ევრო, 7 მილიონ 500 ათასი ევრო, 14 მილიონი ევრო სათანადო ფოტოების თანხლებით.

 

სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ამ სახლებიდან გაფორმდეს, როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა იტალიაში. შეგახსენებთ, რომ ასეთ სცენარზე ჯერ კიდევ ივლისში წერდა ცნობილი საიტი "Спротив" სახალხო დეპუტატის - სერგეი კაპლინის განცხადებაზე დაყრდნობით.

 

წყარო: http://www.slivcompromata.com/2015/10/27/ukroleaks-vzlomal-pochtu-avakova/#ixzz3uaP5jKrg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !