-
2015-12-20 15:05
საყოფაცხოვრებო აირბალონის აფეთქება დასახელდა ვოლგოგრადში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ორი აფეთქების მიზეზად, რა დროსაც 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.
აფეთქება კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან სახლში მოხდა და ის იმდენად ძლიერი იყო, რომ პირველიდან მეცხრე სართულამდე სადარბაზოს ტიხრები მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებისა და მეხანძრეების მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში მეორე აფეთქება მოხდა. პოლიციამ არეალი შემოისაზღვრა, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების პროცესი.


