მოსკოვის კაფესთან სროლის დროს "შაქრო მალადოის" პირადი მცველები მოკლეს (ვიდეო)

Image

გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ზახარ (შაქრო) კალაშოვის, იგივე "შაქრო მალადოის" პირადი მცველები მოკლეს მოსკოვში, კორეულ კაფესთან ატეხილი სროლის დროს. ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა. ინციდენტის მონაწილეთაგან პოლიციამ სამი პირი დააკავა. სროლის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერებში მოხდა და რამდენიმე ონლაინგამოცემამ გამოაქვეყნა. 

 

ოფიციალურად გავრცელებულ ვერსიებში არ ფიგურირებს ზახარ კალაშოვის სახელი და გვარი, რადგან პირადად მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და ეს სისხლიანი გარჩევა არც კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს უკავშირდება: სავარაუდოდ, მოსკოვის ცენტრში, როჩდელსკის ქუჩაზე, კაფე Elements-ის მფლობელსა და დიზაინერს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ, რაც დიზაინერისთვის კუთვნილი თანხის გადახდის გაჭიანურებას უკავშირდებოდა, ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, საქმეში შეირაღებული პირები ჩაერთო. 

 

კაფესთან მისულებმა იქ მყოფი ოთხი მამაკაცი გარეთ გაიყვანეს და საუბარი დაიწყეს, რომელიც ჯერ შელაპარაკებაში, შემდეგ თავშეყრის მონაწილეთა გაზრდასა და ბოლოს, სროლაში გადაიზარდა. სროლის ეპიზოდები კარგად ჩანს ვიდეომასალაში. გამოყენებული იყო პნევმატური და ცეცხლსასროლი პისტოლეტები, დაღუპულები თავსა და გულმკერდში არიან დაჭრილი, იმ პირებს კი, ვინც ჭრილობები მიიღეს, ტყვიები, ძირითადად, ფეხსა და ზურგში, ასევე მხარში მოხვდათ.

 

იმის შესახებ, რომ გარდაცვლილები "შაქრო მალადოის" პირადი დაცვის წევრები არიან და არა უბრალოდ, კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რამდენიმე რუსული, კრიმინალურ ამბებზე ფოკუსირებული გამოცემა წერს. მათი ვერსიის თანახმად, სულ ცოტა ხნის წინ შაქრო კალაშოვმა პირადი დაცვის "მცირე არმია" შექმნა, სადაც 140 ადამიანია გაერთიანებული.

 

ამ ვერსიის მიხედვით, "მალადოის" მორიგეობით იცავს მცველების 40 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან. გამოცემები წერენ, რომ კალაშოვის ეს ნაბიჯი მისი უსაფრთხოების გაძლიერებულ დაცვას უკავშირდება, რაც "ქურდული სამყაროს რეფორმირებისთვის" ამ "კანონიერი ქურდის" მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გახდა აუცილებელი.

 

ფოტოებზე: ზახარ კალაშოვი; ინციდენტი; სროლის დროს დაღუპული ინციდენტის მონაწილე

 

 

srola-mosc1.jpg

 

srola-mosc.JPG

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !