მოხალისეთა უკრაინულმა თანამეგობრობამ - InformNapalm-მა გამოაქვეყნა ვიდეო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე. ეს გაგრძელებაა იმ ფლეშმობისა, რომელიც ეძღვება უკრაინის მეგობარი ქვეყნების არმიებს.
"ქართველი ხალხი ყოველთვის ეხმარებოდა და მხარს უჭერდა უკრაინას რუს აგრესორთან ბრძოლაში. ქართველები ჩვენი ძმები არიან. ეს ვიდეო გამოხატავს ჩვენს დიდ მადლიერებას მხარდაჭერისათვის, ყველაფრისთვის, რაც აერთიანებს უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობას", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.