-
2015-11-29 07:23
უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო 11-წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში პირველად დამარცხდა. სამი სახეობის ვერსიაში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ორთაბრძოლაში მან ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან ქულებით წააგო.
ორთაბრძოლა, რომელიც დიუსელდორფში გაიმართა, 12 რაუნდიანი შერკინების შემდეგ, მსაჯების მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ფიურის გამარჯვებით დასრულდა.
პროფესიონალური კრივის რინგზე კლიჩკომ 67 ორთაბრძოლა ჩაატარა და აქედან 64 მოიგო, მათ შორის 53 - ნოკაუტით. უკრაინელ სპორტსმენს 2004 წლის შემდეგ შეხვედრა არ წაუგია.
რაც შეეხება ფიურის, მას უკვე 25 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს, მათ შორის 18 კი ნოკაუტით მოიგო.