
აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი მძიმე ათლეტიკაში, სადაც საქართველოდან წარგზავნილი სპორტსმენი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ლაშა ტალახაძემ ატაცში 207 კგ, ხოლო აკვრაში 247 კგ დაძლია და ჯამში 454 კგ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გავიდა.
პირველი ადგილი რუსმა ძალოსანმა ალექსი ლოვჩევმა აიღო, რომელმაც ჯამში 475 კგ დააგროვა და რეკორდიც დაამყარა, მესამე ადგილზე კი ესტონელი მარტ სეიმი გავიდა - 438 კგ.
ამავე კატეგორიაში (+105 კგ) მონაწილე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ირაკლი თურმანიძემ ჯამში 422 კგ დაძლია და მე-12 ადგილზე გავიდა.