-
2015-10-27 23:27
ვერძი: უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. კარგი დღე ელით მოდისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს. მათ, ვისაც საქმე მოგზაურებთან და უცხოელებთან აქვთ.
კურო
დაძლიეთ სიმორცხვე და შეურიგდით (გააუმჯობესეთ ურთიერთობა) იმ ადამიანს ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. საქმეში ნუ იქნებით ზედმეტად პრინციპული, უხეში, გამოავლინეთ იუმორის გრძნობა, ხშირად გაიღიმეთ.
ტყუპი
სამსახურის საქმეების გამო გვიანობამდე მოგიწევთ ოფისში დარჩენა. ნუ მიეძალებით წამლებს. კარგი დღეა ფლირტისთვის. მაგრამ ურთიერთობას ნუ გაასერიოზულებთ.
კირჩხიბი
დღეს საყიდლების, ფულის ხარჯვის დღე გაქვთ. მოდურ, სილამაზისა და ეგზოტიკურ ნივთებს გულგრილად ვერ აუვლით. სამსახურში კოლეგების დახმარება მოგიწევთ.
ლომი
მთელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. განწყობას ვარცხნილობის შეცვლა, ლამაზი აქსესუარის ან სამოსის შეძენა გაგიუმჯობესებთ. საღამოს პაემანი დანიშნეთ.
ქალწული
დღეს გონებას გამორთავთ და გრძნობებით იმოქმედებთ. ნუ გახდებით იმ ადამიანის მსხვერპლი, ვის მიმართაც ლტოლვას განიცდით. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.
სასწორი
დღე შემოქმედებას, მოდას, თეატრს, გასართობ და სარეკლამო საქმეებს დაუთმეთ. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. ახალი ნაცნობობა ნაკლებად გადაიზრდება რომანში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარების იმედი გექნებათ.
მორიელი
შეიძლება ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ. კოლექტივში მოერიდეთ კონფლიქტს ქალთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი უფროსია.
მშვილდოსანი
განსაკუთრებით იღბლიანი დღე აქვთ შემოქმედ და სილამაზის სფეროში მომუშავეებს. მამაკაცები მეტად წარმოაჩენენ ჯენტლმენობას, რაც ქალების გულების დაპყრობაში დაეხმარებათ. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენენ მამაკაცებზე მოდელი და მსახიობი მშვილდოსნები.
თხის რქა
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ახალი საქმეების წამოწყებაშ დაგეხმარებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ იმიჯს, გარეგნობას. კარგი დღეა გამოფენაზე, კინოში ან თეატრში წასასვლელად.
მერწყული
ამაღლებულ განწყობაზე ხართ და რუტინული საქმიანობაც სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შესაძლოა, შერიგება ყოფილმა პარტნიორმაც (ბიზნეს, სასიყვარულო) შემოგთავაზოთ.
თევზები
სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი კარიერაში. მეტად გამხიარულდით. საქმეებში მეტი კრეატივი შეიტანეთ. მშობლებმა მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილების განათლებას.