-
2015-10-15 23:08
ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი ლელა კაკულია 2011 წელს, ტვ "იმედზე", გადაცემაში "ასი გრადუსი ცელსიუსი" რუსეთის დაშლასა და აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავებას წინასწარმეტყველებდა. ამავე გადაცემაში ლელა კაკულიამ თავისი წინასწარმეტყველებებიდან სხვადასხვა ციტატა გაიხსენა.
„რა თქმა უნდა, რუსეთის ნგრევა გარდაუვალია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ნგრევაში დაქუცმაცებას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ 1987 წელს სსრკ–ს დანგრევა, ხოლო 1997 წელს – რუსეთის დაშლა ვიწინასწარმეტყველე. მაშინ დავწერე, რომ რუსეთი ისევ მოინდომებს რაღაც ფორმით სსრკ–ს აღდგენას, მაგრამ არაფერი გამოუვა. ეს ქვეყანა საშინელ დღეშია.
ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და აფხაზეთს, თქვენ წარმოიდგინეთ, საინგილოზეც მაქვს ნაწინასწარმეტყველევი და ტრაპიზონსაც გადავხედე, იქაურ ქართულ მიწებს – ეს ახლა ზღაპარივით ჟღერს და გეღიმებათ, მაგრამ არა უშავს, ბევრი რამ მაქვს ნაწინასწარმეტყველევი, რომლის ახდენის თავადაც არ მჯეროდა, მაგრამ ახდა...
აი, რა დავწერე 2008 წლის 20 აგვისტოს: „დასავლეთმა რუსეთი უნდა შეაჩეროს, თორემ ერთ დღეს გაიღვიძებს გერმანია და ბერლინის კედელი აშენებული დახვდება, ხოლო ნახევარი ევროპა ნამგალ–უროიანი დროშების ქვეშ გაახელს თვალებს. ამიტომ, დიდი სიამოვნებით ველოდები რუსეთთან დაკავშირებით ჩემი წინასწარმეტყველების ასრულებას, ხოლო საქართველო ნატოს ხაზით აუცილებლად გავა.“
ეს ციტატაა, მაგრამ აქვე გავიხსენებ: ჯერ კიდევ 1992 წელს ვთქვი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ამას ვერავინ შეაჩერებს. მაშინ ამის გამო ყველა დამცინოდა. მე 90–იან წლებშივე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი აუცილებლად დაარტყამდა საქართველოს, მერე კი ვთქვი ასეთი რამ: „რუსულ არმიას საქართველოში ვერ ვხედავ... რუსები თავიანთი ხელით გვიბრუნებენ სამაჩაბლოს და აფხაზეთს და აქედან გარბიან თავიანთი მიწების დასაცავად“.