
უკრაინის პატრიოტთა გაერთიანების წარმომადგენლებმა კიევში, უზარმაზარ ბილბორდზე, სადაც მოსკოვის კრემლის ერთერთი მთავარი - სპასკის კოშკია გამოსახული, უკრაინის სახელმწიფო დროშა ააფრიალეს.
ბილბორდი ბორისპოლის გზატკეცილზე, ხარკოვის მოედანზეა განთავსებული და უკრაინელი პატრიოტების ამ ინიციატივას გამვლელები და პროცესის შემსწრე მოქალაქეები დიდი მოწონებითა და ოვაციებით შეხვდნენ.