
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი კორუფციის დამარცხებას არამარტო ოდესაში და ოდესის ოლქში, სრულიად უკრაინაში გეგმავს.
ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. "ჩვენ დავიწყეთ შეტევა კორუფციაზე ოდესიდან და ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას", - აღნიშნა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც სოფელ კრიჟანოვკაში იმყოფებოდა და იქ მიწების გაყიდვის თაობაზე ადგილობრივი სასოფლო საბჭოს წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოუხდა. გუბერნატორს იმედი აქვს, რომ პროკურატურა საქმეს სერიოზულად მოჰკიდებს ხელს და დამნაშავე ჩინოვნიკებს დააკავებენ.
"ასეთი სიტუაციაა მთლიანად, უკრაინაში: კანდიდატები მასობრივად მიდიან საოლქო და საქალაქო საბჭოებში, რათა მოიპარონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.