
11 ოქტომბერს გამართული ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის შემდეგ, რომელშიც გერმანიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ანგარიშით 2:1 მოუგო, კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონების მეკარე მანუელ ნოიერმა გააკეთა.
"დღეს განსაკუთრებით ფხიზლად ყოფნა მმართებდა. თუნდაც იმიტომ, რომ მათ უამრავი მომენტი ჰქონდათ. მეგონა, საქართველოს ნაკრებს კი არა, იტალიასა თუ ესპანეთს ვეთამაშებოდით".
sportall.ge