
მას შემდეგ, რაც გერმანია-საქართველოს შეხვედრის პირველი ტაიმი უშედეგოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დებიუტში ერთბაშად ორი გოლი გავიდა.
მიულერმა კარგად გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც ჯაბა კანკავამ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესები დაარღვია, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შეტევა ნოიერის მოგერიებით დასრულდა - ბურთი "ცხრიანში" მიდიოდა, მაგრამ გერმანიის ნაკრების მეკარემ კუთხურზე მოიგერია, კუთხურს კი საქართველოს ნაკრების გოლი მოჰყვა: ჯაბა კანკავამ ერთი შეხებით დაარტყა და სახტად დატოვა მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მეკარე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ამის შემდეგაც ჰქონდათ გოილის გატანის შანსი.
"ამოიტანეთ ბურთი, ითამაშეთ!", - კახი ცხადაძის მოწოდებამ, რომელიც ეთერშიც ისმოდა, შედეგი გამოიღო - ანგარიშის გათანაბრება სწორედ ამ შენიშვნას მოჰყვა. გერმანიაში მიმდინარე მატჩს 150 ქართველი ჯარისკაცი ადევნებს თვალს, სტადიონზე ისმის სეძახილები: :"საქართველო, საქართველო!".