
ვერძი: - სამსახურის საქმეებში წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ კარგად გათვლით დეტალებს და გამოცდილ და ერთგულ პარტნიორებს მიანიჭებთ უპირატესობას.
კურო
ნუ იფიქრებთ წარსულ გამარჯვებებზე, გაშვებულ შანსებზე. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების; თამამად განახორციელეთ ორიგინალური იდეები.
ტყუპი
ნუ მოგერიდებათ ცვლილებების. შეიცვლით ყველაფერს, რასაც მოინდომებთ. ეს ეხება იმიჯსა და ვარცხნილობას და საქმეებსა და ადამიანებთან ურთიერთობასაც.
კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი ბიზნესპარტნიორების მოსაზიდად, გრანდიოზული პროექტების განხორციელებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
ლომი
კარგი დღეა პირადი ურთიერთობის მოსაგვარებლად. საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად გაერკვიეთ გრძნობებში. ნუ ეცდებით მის რაიმეში დადანაშაულებას; პრეტენზიების გამოხატვას.
ქალწული
ნუ წამოიწყებთ გრანდიოზულ პროექტებს, საქმეებს. უმჯობესია, მშვიდად და წყნარად აკეთოთ თქვენი მიმდინარე საქმეები. მათი მოგვარება-დასრულება უფრო მნიშვნელოვანია.
სასწორი
კარგი დღეა პირადი ცხოვრებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება გელით.
მორიელი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების ქცევებს, საქმეებს და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი შეცდომების, გარშემო მყოფებთან არსებული დაძაბული ურთიერთობების გამოსწორებას.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი და გულახდილი, დღეს თქვენი მოტყუება არავის გაუჭირდება. განსაკუთრებით სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
თხის რქა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი და ნუ ეცდებით ყველას აზრის გათვალისწინებას.
მერწყული
დღეს სასიყვარულო და ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ. დროა, დამატებითი შემოსავლის ძიებაზე იფიქროთ, რადგან ძვირად ღირებული ნივთების - ბინის, ავტომობილის - შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ.
თევზები
თუ ზოგიერთი საქმე არ გამოგივათ ან დახმარებაზე უარს გეტყვიან, გული რ გაიტეხოთ, დღეს ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.