
რაგბიში მსოფლიო თასის დღევანდელ მატჩში არგენტინელი პუმების წინააღმდეგ ქართველ ბორჯღალოსნებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც უჭერენ მხარს.
"ფეისბუქზე" დაწყებულ გულშემატკივართა კამპანიას "#მევარმე16" საელჩოს თანამშრომლებმა სწორედ ამ კამპანიის ქართული შეძახილით დაუჭირეს მხარი და ვიდეო საელჩოს გვერდზე გამოაქვეყნეს.