
ვერძი - გადაწყვეტილებების მიღებაში ნუ აჩქარდებით. გაითვალისწინეთ, რომ წინ საკმარისი დრო გაქვთ ჩანაფიქრის განსახორციელებლად. პრობლემას სხვა კუთხით შეხედეთ და მოულოდნელად გაჭრის გზებს მიაგნებთ.
ლომი - დღეს შეძლებთ გარკვეული სამუშაოს დამთავრებას, რომელიც შემდგომ მოგებას მოგიტანთ. არაა გამორიცხული ჰონორარის მიღება. შესაძლებელია დაგაწინაურონ სამსახურში.
მშვილდოსანი - დღეს შესაძლებელია მომატებული ყურადღება იგრძნოთ საკუთარი პერსონის მიმართ. შეეცადეთ გარშემომყოფთა ნდობა გაამართლოთ. არაა დღეს მიზანშეწონილი საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების მოწყობა.
კურო - დღეს აღმოაჩენთ, რომ ყველაზე რთული თურმე უკან მოიტოვეთ. თუმცა ნუ მოდუნდებით, რადგან კიდევ ბევრი ძალისხმევაა საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად. მიენდეთ შინაგან ხმას.
ქალწული - შეეცადეთ დღეს დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. კარგი იქნება დროებით თუ აარიდებთ თავს მუშაობას, ხანდახან დასვენება თქვენც ხომ გჭირდებათ.
თხის რქა - დღეს დიდია ალბათობა, რომ სამსახურში დაგაწინაურონ ან ხელფასი მოგიმატონ. საკმაოდ წარმტებული იქნება ბიზნეს საქმიანობა, თუ ცოტაოდენ წინდახედულობას გამოიჩენთ.
ტყუპები - დღეს ფრთხილად მიუდექით ფინანსურ ოპერაციებს, ყველას ნუ ენდობით. შეეცადეთ კარგად აწონოთ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.
სასწორი - დღეს შექმნილი პრობლემები და გარემოებები არაა თქვენთვის მომგებიანი. ბევრი სერიოზული საკითხისთვის მოგიწევთ სხვანაირად შეხედვა. ნუ განიცდით თუ საქმეები ისე არ მიგდით როგორც გინდოდათ.
მერწყული - საქმეებში გიმართლებთ, თუმცა დღეს სერიოზულად მოგიწევთ მუშაობა რათა ჩანაფიქრი განახორციელოთ. მიმოიხედეთ გარშემო და თამამად შეუდექით საქმეს.
კირჩხიბი - მიზანი, რომელიც თქვენ დაისახეთ რეალურია, თქვენ მიაღწევთ მას, მთავარია არ გაჩერდეთ. ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად იქნება. პრობლემების თავიდან აცილება გაცილებით იოლია, მთავარია ეს პრობლემები წინასწარ გათვალოთ.
მორიელი - საქმეებში დღეს არანაირი სერიზული ცვლილებები არ მოხდება. თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდეთ. თქვენი გჭირდებათ ცოტაოდენი დრო, რომ ძალები მოიკრიბოთ.
თევზები - შესაძლებელია დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და თქვენი მეორე ნახევარი გახდება. შემოთავაზებულ წვეულებაზე უარი არ თქვათ და საღამო სასიამოვნოდ გაატარეთ.