გასპარ ნოეს ფილმი "სიყვარული" რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა

Image

რუსეთში აკრძალეს ფილმ "სიყვარულის" ჩვენება, რომელიც ფრანგმა და არგენტინელმა რეჟისორმა გასპარ ნოემ გადაიღო და პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ოფიციალური განმარტებით, აკრძალვის მიზეზი ფილმში პონოგრაფიის სცენების სიუხვეა.

 

რუსეთის ფართო ეკრანებზე ფილმი 3 სექტემბრიდან უნდა გასულიყო, თუმცა, სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ მას მხოლოდ კინოფესტივალებზე უჩვენებენ. უახლოესი ასეთი ფესტივალი 27 სექტემბერს, სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი. 

 

არადა, გაქირავების კომპანია აცხადებდა, რომ ფილმის Soft ვერსია გავიდოდა ეკრანზე, რაც ღია სცენების დროს ფილმიდან მათ ამოჭრას ან რეტუშირებას გულისხმობს. ამასთან, ფილმი +18 ნიშნით და ღამის კინოსეანსის დროს უნდა გასულიყო. თავად გასპარ ნოე მიიჩნევს, რომ მისი ფილმისთვის შეზღუდვა +12 უკვე საკმარისი იქნებოდა.

 

სანკტ-პეტერბურგის საკრებულოს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა "სიყვარული" და ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" შეადარა და განაცხადა, რომ "სიყვარული" შესაძლოა, კინემატოგრაფიის შესწავლის მიზნით ნახო, დახურულ წრეში, ისევე, როგორც "მაინ კამპფი", მაგრამ ღიად მისი ჩვენება დაუშვებელია. მე არ ვაპირებ ამ ფილმის ნახვას. ჩემთვის არაა საინტერესო ეროტიკული მელოდრამები. ეს ნორმალურ რუს მამაკაცს არ აინტერესებს, შესაძლოა, მოზარდები დააინტერესოს", - აღნიშნა მილონოვმა.

 

აღსანიშნავია, რომ მილონოვისა და სხვათა კრიტიკული დამოკიდებულების შემდეგ "სიყვარული" გაქრა სანკტ-პეტერბურგის ფესტივალის აფიშებიდანაც. 

 

შეგახსენებთ, გასპარ ნოეს ფილმი "სიყვარული" ბათუმის საავტორო კინოს მეათე საერთაშორისო ფესტივალზე უკვე უჩვენეს და კინოჩვენებას ექსცესები არ მოჰყოლია. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !