
ვერძი - ამ დღეებში გართობის სურვილი უფრო ძლიერი იქნება,ვიდრე სხვა მოთხოვნილებები. არ არის გამორიცხული, მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ნუ ეცდებით დღე სტანდარტული გზით განავითაროთ.
კურო - დღე განკუთვნილია როგორც აქტიური გართობისათვის, ასევე დასვენებისათვის. ნუ შეგეშინდებათ შემოქმედებითი გადაწყვეტილებების. სიფრთხილე გამოიჩინეთ აზარტული თამაშების დროს.
ტყუპები - კარგი დღეა სტუმრების მისაღებად. თუმცა, ეს ღონისძიება ზედმეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიგურას.
კირჩხიბი - დღეს ორიგინალური და განსხვავებული იდეები მოგივათ, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვენ. განსახორციელებლად კი მეგობრის მხარდაჭერა დაგჭირდებათ.
ლომი - დღეს თქვენი ფუნქცია სხვების დახმარება და მხარდაჭერაა, სწორედ ამიტომ გაფასებენ გარშემომყოფები. კარგი დღეა საყვარელი ადამიანს საჩუქარი უყიდოთ.
ქალწული - დღეს ფული შემოგაკლდებათ. ნუ აჩქარდებით და მეგობრებისგან არ ისესხოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ მატერიალური პრობლემა თავად მოაგვაროთ, სხვების დახმარების გარეშე.
სასწორი - აქტიური საქმიანობისათვის და სპორტისათვის არაჩვეულებრივი დღეა. არ არის აუცილებელი, საყიდლებზე წახვიდეთ, ან სილამაზის სალონს ესტუმროთ. დღის ბოლოს თქვენი სექსუალური ენერგია გაიზრდება.
მორიელი - არსებობს შანსი, გადაწყვიტოთ ოჯახური პრობლემები. შესაძლოა, მშობლების ფინანსური უზრუნველყოფა მოგიხდეთ. თუ გადაწყვიტეთ სარემონტო სამუშაოები ჩაატაროთ, ფოკუსირება ტექნიკურ მხარეზე გააკეთეთ.
მშვილდოსანი - ამ დღებში ადვილად გაუმკლავდებით ნებისმიერი სახის პრობლემას. ზომიერი დატვირთვები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტონუსი. არაჩვეულებრივი დღეა სტუმრების მისაღებად.
თხის რქა - დღეს დასვენებისათვის დროს ვერ გამონახავთ. დაკავებული იქნებით საქმიანი შეხვედრებით. რა თქმა უნდა, გართობის ძალიან დიდი სურვილი გექნებათ. დღის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
მერწყული - რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ლიდერობის სურვილი შეგიპყრობთ. დღეს ზედმეტად ენერგიული იქნებით. ნუ შეეცდებით დამატებითი შემოსავლის ძიებას, ვინაიდან იმედების გაცრუება გელით.
თევზები - თუ ვინმეს სიყვარულის მოპოვება გსურთ, გამოიჩინეთ შემოქმედებითობა და ნუ დაიშურებთ ფულს.