-
2015-06-26 01:21
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ ნაკლებად აინტერესებს, რამდენ ქვეყანაში გაიყიდება კარგად ევროპის სუპერთასის ბილეთები, რადგან დაინტერესებულია, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებმა ყველაზე მეტი ბილეთი მიიღონ.
"მე ვთხოვე UEFA-ს განმისაზღვროს, რომ ბილეთების 80% ჩვენს გულშემატკივარს უნდა შეხვდეს, რადგან ეს არის თბილისი 2015. მე არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები, პირველ რიგში, ბილეთები ჩვენმა გულშემატკივარმა უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს ტურისტებისთვისაც უნდა იყოს, მაგრამ მთავარი აქაური გულშემატკივრებია.
"დინამო არენაზე" ეტევა 51 ათასი ადამიანი. მჭირდება მინიმუმ 24-25 ათასი, ნახევარი სტადიონი მაინც ქართველები რომ იყვნენ. ქართველებში ამ ქვეყნის მოსახლეობას ვგულისხმობ, საქართველოს მოქალაქეებს. მეორე ნაწილი რომ ჩამოვა, ეს ხომ უკვე ნათელია ისედაც. სამ-სამი ათასი ცალი "ბარსელონამ" და "სევილიამ" წაიღეს, UEFA-მ თავისი კვოტები, ამიტომ მე ვითხოვ, ჩემი ქვეყნის გულშემატკივარს ჰქონდეს მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა და კვოტები ამ ბილეთების შეძენისას", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ "ქრონიკაში" ჩართვის დროს.