-
2015-06-25 19:03
UEFA-ს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახური "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ ისინი მუდმივ კავშირში იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციასთან და იმედი აქვთ, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
„ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და დარწმუნებული ვართ, რომ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება რაც შეიძლება სწრაფად. ბილეთების გაყიდვის ახალი თარიღის შესახებ ინფორმაციას ფედერაცია ტექნიკური პრობლემების მოგვარებისთანავე გაავრცელებს,“-აცხადებს UEFA და აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.