სიჭინავა: "გარანტიას გვაძლევდნენ, მაგრამ ტექნიკურად მზად არ ყოფილან"

Image

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საიტ biletebi.ge-ს ადმინისტრაციას ეკისრება, რომელმაც ფედერაციას და უეფას გარანტია მისცა, რომ პრობლემები არ შეიქმნებოდა და ტესტიც ჩაატარა. 

 

„ყველანაირი ხარვეზი, რომელიც იქნება და რამე პრობლემები თუ შეიქმნება, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის biletebi.ge. გუშინ მოგვცეს გარანტია, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ტესტი ჩატარებულია, რომელიც 2500 მყიდველზე იყო გათვლილი ერთდროულად. სამწუხაროდ დღეს 09:05 საათზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საიტზე შემოვიდა 10 000 კაცი, რა თქმა უნდა, გაუჭირდათ, მაგრამ გვყავს ხაზზე, ფედერაცია და უეფა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გაასწორონ და დაიწყოს ბილეთების ნორმალური გაყიდვები.

 

კონტრაქტით ვალდებულები არიან, რომ დღეს გაიყიდოს ბილეთები, გაყიდვა უნდა დაწყებულიყო ცხრა საათზე, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ როგორც ახლა ვხვდებით, გარანტიებს კი გვაძლევდნენ, მაგრამ ტექნიკურად არ ყოფილან მზად, იმისთვის, რომ ასეთი რაოდენობის ხალხი შემოვიდოდა საიტზე",- განაცხადა ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

შეგახსენებთ, ბილეთები.ჯი-ს ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ საიტზე ჰაკერული შეტევის გამო ბილეთების გაყიდვა ჯერ ვერ ხერხდება, მოგვიანებით კი აღინიშნა, რომ საიტზე წამში 10.000 ტრანზაქცია მოდის, რასაც "მხოლოდ "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებდა". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !