-
2015-06-22 11:14
biletebi.ge - საიტი, სადაც ევროპის სუპერთასის თბილისური ფინალის ბილეთები ელექტრონული წესით უნდა გაყიდულიყო, გამორთულია. უამრავი მსურველი ამ დროისთვის ბილეთების შეძენას ვერ ახერხებს. საიტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვებგვერდზე შეტევა განხორციელდა, რომლის აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, biletebi.ge, როგორც პარტნიორი, უშუალოდ უეფამ შეარჩია და ბილეთების გაყიდვის პროცესის უზრუნველსაყოფად, ასევე, შესაძლო ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად საიტს 40.000 ევრო გადაუხადა. როგორც ლაშა დვალიშვილი ამბობს, საიტის არჩევისას უეფამ biletebi.ge-ს სპეციფიკა და გამოცდილება გაითვალისწინა.
"ეს იყო უშუალოდ უეფასა და საიტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ფეხბურთის ფედერაცია ამ პროცესში არ ჩარეულა", - ამბობს ლასა დვალიშვილი. რამდენიმე წუთში, 11:30 სთ-ზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელიც კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბილეთების გაყიდვა ფედერაციისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და biletebi.ge-ს ექსკლუზიური უფლებაა, რომელსაც უეფასთან დადებული ხელშეკრულება არეგულირებს.