ჯანდაცვის სამინისტრო: ეკა კვალიაშვილის პრეტენზიები დაფინანსებაზე უსაფუძვლოა

Image

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომღერალ ეკა კვალიაშვილის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი მკურნალობა არ დაფინანსდა, უსაფუძვლო და გაუგებარია. 

 

შეგახსენებთ, "რეაქციაში" ეკა კვალიაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ მიუღია, ხოლო თავისა და ოჯახის რჩენა უჭირს:

 

"რომელ სოციალურ პაკეტებზე არის საუბარი არ ვიცი... აზრზე არ ვარ... რას ლაპარაკობთ… მე მართლა ვთვლი რომ ნამდვილად პროფესიონალი და მოქმედი მომღერალი ვარ. ვარ აბსოლუტურად უმოქმედოდ, იმიტომ რომ წელიწადში სამი კონცერტი ეს არ არის მოქმედება, თავს ვერ ირჩენ. ვერც თავს ირჩენ, ვერც ოჯახს. გადავკვალიფიცირდე, შახტიორი უნდა გამოვიდე თუ რა უნდა გავაკეთო?", -  განაცხადა ეკა კვალიაშვილმა. 

 

წამყვანის კითხვაზე - სახელმწიფო დაზღვევას არ იყენებთ?- ეკა კვალიაშვილმა განაცხადა. "რომელი სახელმწიფო დაზღვევა? აი საყოველთაო რომ არის? აი საყოველთაოა რა, გასაგებია. ის საყოველთაოა..."

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკა კვალიაშვილი იმდენჯერ დაფინანსდა, რამდენჯერაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და კალკულაცია წარმოადგინა და ისარგებლა როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე რეფერალითაც

 

"რაც  მოითხოვა, რისი ფორმა 100 და კალკულაცია წარმოადგინა, ყოველთვის დაფინანსდა. რაც შეეხება უცხოეთში მკურნალობის ეკა კვალიაშვილმა უცხოეთიდან ვერც ფორმა 100 წარმოადგინა და ვერც და კალკულაცია.შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი დაფინანსება.

 

რაც შეეხება იმ ათი ათას დოლარს თუ ევროს, რითაც ეკა კვალიაშვილის საზღვარგარეთ დაფინანსება უნდა მომხდარიყო, ეკამ ვერ წარმოადგინა საზღვარგარეთ მკურნალობის კალკულაცია, შესაბამისად, სამინისტრო თანხას ეკას პირად ანგარიშზე ვერ დარიცხავდა“- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !