-
2015-06-07 23:20
ვერძი - თამამად შეგიძლიათ დღეს გრანდიოზული გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ-ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. თქვენ თუ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ახლობლებს დაეხმარეთ-დღეს ყოვლისშემძლე იქნებით! შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.
კურო - საქმეები ლამის მთელ დღეს წაგართმევთ. თუმცა საღამოს ცოტა ამოსუნთქვასაც მოახერხებთ. ბავშვების პრობლემებს უთუოდ მოაგვარებთ.
ტყუპები - დღის ბოლო წარმატებებს მოგიტანთ. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. დღევანდელი დღე ხელმძღვანელობასთან პრობლემების გასარკვევად არ გამოგადგებათ.
კირჩხიბი - ნუ დაკარგავთ დროს ურთიერთობების გარკვევაზე. ეცადეთ, იყოთ დამთმობი-სიჯიუტემ შეიძლება, საყვარელი ადამიანი დაგაკარგვინოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებთან სტუმრობისთვის გამონახავთ დროს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმის შეცვლა მოგიხდეთ, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. დღის ბოლოს თქვენს მოსაზრებებს მეტი გულისყურით მოისმენენ.
ლომი - დღეს მაქსიმალურად მოახდენთ საკუთარი ინტელექტუალური უნარის რეალიზებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოსალოდნელია წარმატებები, როგორც სასიყვარულო საქმეებში, ისე კარიერაშიც. საგრძნობლად მოიმატებს სასიცოცხლო პოტენციალი.
ქალწული - მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი აქტიური საქმიანობისაკენ გიბიძგებთ. თქვენ მთელ სამყაროს ვარდისფერ ფერებში დაინახავთ და საკუთარ გზაზე ვერცერთ დაბრკოლებას ვერ შეამჩნევთ. თქვენი დეპრესია და ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდება, ადამიანებთან ურთიერთობა კი ახალი ენერგიით აგავსებთ.
სასწორი - დღეს თქვენ იქნებით ინიციატორი და ყველაფრის წამომწყები. ყველა წამოწყებული საქმე თქვენს სასიკეთოდ წარიმართება. ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამო ძვირფას ადამიანს დაუთმეთ.
ღრიანკალი(მორიელი) - ელოდეთ სიურპრიზებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ახლობლები დაგეხმარებიან ახალი სამსახურის დაწყებაში. ყურადღებით იყავით წამლებთან, არ გადააჭარბოთ დოზას.
მშვილდოსანი - საინტერესო, ძლიერ მამაკაცთან შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს. ნუ იქნებით ინერტული, იაქტიურეთ სასურველი მიზნის მისაღწევად. გარკვეული პერიოდის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სწორად მოიქეცით. ნუ მისცემთ , მეგობრებს საბაბს, რომ გაგაკრიტიკონ.
თხის რქა - გამოიჩინეთ მოთმინება, სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან ურთიერთობისას. სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ აჩქარდებით. თითოეული ნაბიჯი კარგად გაიაზრეთ და შემდეგ გადადგით. ერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს.
მერწყული - დღეს ოჯახის წევრებს შორის მომრიგებლის როლს მშვენივრად ართმევთ თავს. თუმცა, ამან თქვენი პირადი გეგმები შეიძლება, შეცვალოს კიდეც. სასიყვარულო ფრონტზე ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია.
თევზები - დღეს, თქვენი პარტნიორების ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცევით. ისინი შეეცდებიან კონფლიქტში ჩაგითრიონ. უმჯობესია, რომ მათ არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამსახურიდან დაგითხოვონ.