5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

Image

ვერძი: - დღეს ვერ შეძლებთ საკუთარი თავის ხელში აყვანასა და გაკონტროლებას. გაგიჭირდებათ მუშაობაც, ამან კი შესაძლოა თქვენი ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ დაკისრებული მოვალეობები რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ და საღამოს, გამონთავისუფლებული დრო მხოლოდ საკუთარ თავსა და მეგობრებს დაუთმოთ. 

 

კურო: დღეს შესაძლოა ისეთ ადამიანებთან შეხვედრა მოგიწიოთ, რომლებიც წარსულს უკავშირდებიან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნეგატიური მოგონებები თქვენს დადებით განწყობას განაპირობებს. ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარი თავის ძალა შეიგრძნოთ და მიხვდეთ, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა მარტივად შეგიძლიათ.

 

ტყუპები: დღეს შესაძლოა ჯგუფური სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ, ეს კი არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდება თქვენთვის. ეცადეთ კონფლიქტის წამოწყების მიზეზი არ გახდეთ, თორემ შექმნილი ვითარებიდან დაზარალების გარეშე გამოსვლა ძალიან გაგიჭირდებათ. იყავით მობილიზებული მხოლოდ საკუთარ საქმეზე და ყოველგვარ დეტალს კარგად დაუკვირდით.

 

კირჩხიბი: ეცადეთ დღეს რაიმე ისეთი საქმის გაკეთებას, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. აუცილებლად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები და გამონთავისუფლებული დრო ახლობლებსა და მეგობრებს დაუთმეთ. ეცადეთ მათ საკუთარ პრობლემებზე გაესაუბროთ და მათი რჩევების გარკვეული ნაწილიც აუცილებლად გაითვალისწინეთ.

 

ლომი: რა თქმა უნდა თქვენი ენერგია უსაზღვრო არ არის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მონდომების შემთხვევაში თქვენ ნებისმიერი საკითხის გადაჭრას შეძლებთ. ეცადეთ იყოთ ობიექტურები, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და არც რეალობას არ მოწყდეთ.

 

ქალწული: დღეს შესაძლოა თქვენს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი წარმოიქმნას. ეცადეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მშრალად გამოხვიდეთ. თუ შესაძლებელი იქნება არ ჩაერიოთ, რადგან ეს თქვენზე დადებითად არ იმოქმედებს. მიუხედავად ამისა, სიტუაცია გააკონტროლეთ და თითოეული დეტალი კარგად გაითავისეთ.

 

სასწორი: დილიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეების გაგებას შეძლებთ. ეს ყოველივე კი თქვენი სამუშაო დღის წარმატებას განაპირობებს. მოზღვავებული ენერგია რაც შეიძლება რაციონალურად გადაანაწილეთ და საღამოს საათები თქვენი შთაბეჭდილებების მეგობრებისთვის გასაზიარებლად გამოიყენეთ.

 

მორიელი: სამომავლოდ გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები გელით. ამიტომ, კარგი იქნება წინასწარ თუ შეძლებთ მომზადებას. ეს სირთულეები განაპირობებს პრობლემების წარმოქმნას როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. რაც შეიძლება მედგრად უნდა შეხვდეთ აღნიშნულ ვითარებებს, რადგან რეაბილიტაცია სწრაფად მოახერხოთ და ჩვეულ სიტუაციაში დაბრუნდეთ.

 

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა სამსახურში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოთ. რა თქმა უნდა ეს ყველივე თქვენი ხასიათის პოზიტიურობას განაპირობებს. ამიტომ დილით, სახლიდან გასვლისას სწორად შეარჩიეთ სახის გამომეტყველება, ნეგატივზე უარი თქვით და მხოლოდ დადებითისთვის განეწყვეთ.

 

თხის რქა: უახლოს მომავალში ვერ შეძლებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას, დაღლილობა სწორად აზროვნების საშუალებას არ მოგცემთ. ამიტომ, კარგი იქნება რამდენიმე დღით სამსახურიდან თუ გაენთავისუფლებით და თქვენი დაბრკოლებების გადალახვის გზებზე დასვენებული გონებით იფიქრებთ.

 

მერწყული: გარკვეული დროის წინ ახალი მეგობრები შეიძინეთ. დღეს აღმოაჩენთ, რომ ამ ადამიანებისგან ბევრი რაიმეს სწავლაა შესაძლებელი. ეცადეთ მათთან ურთიერთობას მაქსიმალური დაკვირვებით მოეკიდოთ.

 

თევზები: დღე სიახლეებით იქნება აღსავსე. ეს სიახლეები კი თქვენთვის მეტად სასიამოვნო აღმოჩნდება. საშუალება გექნებათ დრო შეუდარებლად გაატაროთ, მაგრამ კარგი იქნება საკუთარი თავის გაკონტროლებასაც თუ შეძლებთ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !