-
2015-06-04 00:00
დაახლოებით საღამოს 10 საათზე ინციდენტი მოხდა კოლმეურნეობის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ფასიან ტუალეტში, სადაც მეკარე ქალს თავში ჯოხი ჩაარტყეს და ფული წაართვეს.
"აფხაზეთის ხმას" ინფორმაცია თვითმმხილველმა მიაწოდა, რომელმაც გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟის ფოტო გადაიღო. დაზარალებული უკვე დაკითხეს. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
თვითმხილველის თქმით, ორი ახალგაზრდა ტუალეტში ისე შევიდა, რომ ფული არ გადაიხადა, რასაც ქალის მხრიდან სიტყვიერი შენიშვნა მოჰყვა: "უკან გამობრუნებული ორი ბიჭიდან ერთმა ქალს ჯერ აგინა, მერე თავში ჯოხი ჩაარტყა, ფული, რაც მაგიდაზე ჰქონდა დალაგებული, მოხვეტა და გაიქცა. უჯრიდან ამოღებასაც აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. მეორეც უკან მიჰყვა", - განაცხადა თვითმხილველმა. მისივე თქმით, ადგილზე სათვალთავალო კამერებია დამონტაჟებული და პოლიციას დამნაშავის დადგენა და დაკავება არ უნდა გაუჭირდეს.


