-
2015-05-31 20:17
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ საქართველოსა და პორტუგალიის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები გუნდების მატჩის ტრანსლირებისას კომენტატორ სანდრო ცნობილაძეს თითქმის მთელი ერთი წუთის განმავლობაში კურიოზული შეცდომით მიჰყავდა რეპორტაჟი.
თამაშის მესამე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი მან „პორტუგალიელთა შეცდომად“ გაასაღა, პენალტის შემსრულებელს, პორტუგალიელთა მერვე ნომერ პედრო როდრიგესს კიტეიშვილი უწოდა, ხოლო პორტუგალიელთა მიერ ანგარიშის გახსნის შემდეგაც რეპორტაჟი იგივე ტონში გააგრძელა და დაამატა, რომ მთავარია, საქართველოს ნაკრებმა დებიუტში მიღწეული ეს წარმატება შეინარჩუნოს.
შეგახსენებთ, საქართველოს ცხრამეტწლამდელებმა პორტუაგლიელ თანატოლებთან შეხვედრა 2:3 წააგეს.