
ამ წუთებში საპატრიარქოსთან გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიცია. გზის გადაკეტვის მიზეზი მძიმე შედეგებით დასრულებული ავარიაა.
თვითმხილველმა "აფხაზეთის ხმას" შეატყობინა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საპატრიარქოს მიმდებარედ, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი, "გოლფ3" ტიპის "ფოლკსვაგენი" და კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება - უგონოდ მყოფი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ავარიას. მარჯვენა სანაპირო გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.