
14 მაისს, 89 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი ბლუზ-გიტარისტი რილი ბი კინგი (Riley B. King) გარდაიცვალა, რომელსაც მსოფლიო იცნობდა, როგორც ბი ბი კინგს (B. B. King).
ბლუზის მეფედ მიჩნეული ბი ბი კინგი 1925 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. ბი ბი კინგი ლიცენზირებული პილოტი, ცნობილი აზარტული მოთამაშე, ვეგეტარიანელი, არამწეველი და არამსმელი ადამიანი იყო. მას დიაბეტი აწუხებდა და მთელი ცხოვრება გამოდიოდა დიაბეტით დაავადებულთა მხარდასაჭერად.
ბი ბი კინგი 17 შვილის მამაა, რომლებიც სხვადასხვა ქალებთან შეეძინა. 1979 წელს ბი ბი კინგი საქართველოს დედაქალქშიც იყო გასტროლებზე ჩამოსული. მსოფლიო ლეგენდა 2015 წლის 1 მაისის შემდეგ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
ვიდეო: ბიბი კინგი თბილისში, 1979 წელი