-
2015-05-11 23:43
ვერძი - კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. პროექტებისა და
გეგმების განსახილველად. დღეს დაწყებული საქმეები მომავალში წარმატებას მოგიტანთ. ამიტომ, ნუ დაკარგავთ დღევანდელ დღეს უქმად.
კურო - შეძლებისდაგვარად გადადეთ საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები. ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების რჩევებისადმი.
ტყუპი - მაქსიმალურად ყურადღებით განვლეთ ეს დღე. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით და ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ახლობლებთან. გაფრთხილდით, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმეებში.
კირჩხიბი - კარგი დღეა პროფესიონალური საკითხების მოსაგვარებლად. გაგიმძაფრდებათ სიყვარულისა და ყურადღების გრძნობა გარშემო მყოფებისადმი. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.
ლომი - კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, პროექტების განსახილველად, მაგრამ ყურადღებით იმოქმედეთ, დღეს დაშვებული შეცდომა მომავალში ცუდ გამოხმაურებას ჰპოვებს. აგრეთვე გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს.
ქალწული - მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. გაფრთხილდით, ნუ გაანაწყენებთ მეგობრებს, თორემ მათი შემორიგება გაგიჭირდებათ. აგრეთვე გაფრთხილება გმართებთ, რადგან ტრავმული დღეა.
სასწორი - ნუ ეცდებით მიუღწეველზე ფიქრს; არარეალური გეგმების განხორციელებას იმედგაცრუებისა და დანაკლისის გარდა არაფერს მოგიტანთ.
მორიელი - მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისა და ურთიერთობების გარკვევისგან. ემოციურად დაძაბული დღე გელით და სასურველია მეტი დრო გაატაროთ წყალთან. კარგია აბაზანის მიღება, ცურვა.
მშვილდოსანი - საქმეების შესრულებისას მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. ნუ გექნებათ მომენტალური გამდიდრების იმედი, ნუ მოიმოქმედებთ სარისკო ქმედებებს. ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ–დაწონეთ.
თხის რქა - კარგი დღეა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის გამოსავლენად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფთა კრიტიკას; გაფრთხილდით, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას მეგობრებთან. აგრეთვე, ტრავმული დღეა და გაითვალისწინეთ.
მერწყული - კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი მოთმინება გმართებთ ახლობლების მიმართ. ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება და ეცადეთ მათ გამოსწორებას.
თევზები - აქტიური და რთული დღე გელით. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაო. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად, ექიმთან ვიზიტისთვის. შეეხმიანეთ მეგობრებს, ახლობლებს. დიდხანს ნუ დარჩებით მარტო.