
„მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილი ზღაპარში იყო, მაგრამ ჩამოჰკრა მარგველაშვილის ზარმა და ირაკლის დასახელებული მინისტრები კვახებად გადაიქცნენ“, - თქვა ვანომ 1 მაისის მონოლოგში.
„ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაასახელა და დაამატა, თინა მაღალი დონის პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანიაო, რაც მე არაერთხელ აღმინიშნავს... როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე სატელეფონო საუბრებშიო...“
„მოკლედ, მთავრობა არა გვყავს და მაგას რა უჭირს, მაგას კი დაამტკიცებენ, მაგრამ დედას ვინ დაამტკიცებს? იმიტომ რომ დედაც არა გვყავს...“;
„სხვათა შორის, ყოჩაღ გიორგი მარგველაშვილს, რომ რეზიდენციიდან არ გამოვიდა, მაგრამ ღარიბაშვილის დასახელებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაზე უარს რომ გაბედავდა, როგორ მეგონა! ასეთი რა დალოცა რომის პაპმა?!“.