
ჩიტისა და პეტროვსკ-იმიერბაიკალის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა 29 აპრილს იმიერბაიკალის ალმოდებულ რაიონებს შემოუფრინა და ცაში ლოცვები აღავლინა ციმბირში წვიმების მოსავლენად.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტმა ლოცვებისთვის საგანგებო სიტუაციათა თვითმფრინავი-ამფიბია გამოიყენა, ეპარქიის ვებგვერდი ავრცელებს.
„ჩიტის ოლქის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება ვედრება წვიმის გარდმოვლენის შესახებ და ლოცვები სტიქიის დაშოშმინებისთვის. დასახლებულ ადგილებში, სადაც ცეცხლის გაჩენის დიდი ალბათობაა, სარიტუალო მსვლელობბებია ორგანიზებული“, - ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიტისა და ნერჩინსკის ოლქების ეკლესიებში გაიხსნა ჰუმანიტარული პუნქტები სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით. მრევლმა უკვე შეაგროვა 200 ათას რუბლზე მეტი, რაც უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარებისთვის დაიხარჯება.
ამასთან, 16-დან 28 აპრილამდე მთელი ამიერბაიკალი მოიარა მობილურმა ეკლესიამ - იერუსალიმიდან ჩამოტანილი „ღვთიური ცეცხლით“ და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატით.
შეგახსენებთ, რომ ამიერბაიკალის მხარეში ხანძრების რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში ოცჯერ გაიზარდა, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 190 ათასი ჰექტარია. ხანძრის მძვინვარების შედეგად იქ 18 დასახლებულ პუნქტში 200-დე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, დაზარალდა 21 ათასზე მეტი ადამიანი.