-
2014-06-22 09:57
"პირველი არხის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასაც კი გაუჩნდებოდა დანაშაულის მატების შეგრძნება, ტელევიზიით რომ მხოლოდ ჩადენილ დანაშაულებზე გასულ მასალებს უყურებდეს, სადაც მხოლოდ დანაშაულზე ლაპარაკობენ და "ძირითადად, ერთი და იგივე კადრებს ატრიალებენ".
მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული მედიასაშუალება, რომელიც პოლიტიკური ზემოქმედების იარაღადაა ქცეული, თუმცა ეს მედიასაშუალება ბესელიას არ დაუსახელებია. დეპუტატი ამბობს, რომ შსს-ს სტატისტიკა მეტყველებს დანაშაულის არა მატებაზე, არამედ კლებაზე, ამასთან, მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი: "ასეთი დანაშაული გახსნის მაჩვენებელი მე არ მახსოვს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად - შსს ყველაფერს აკეთებს დანაშაულის პრევენციისა და გამოძიებისთვის", - ამბობს ის.