
გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და პარალელს ავლებს ერთი წლის წინანდელ მოვლენებთან, როცა მის მიერ მოპოვებული უკანონო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ შს მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ელისო კილაძის საგანგებო განცხადებას უცვლელად გთვაზობთ:
„როგორც ცნობილია, წუხელ, პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების გამო, სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრა. ეკა კვესიტაძის ადვოკატად რომ არ გამოვდგები,იმედია გჯერათ,მაგრამ ამჯერად, მინდა საქართველოს პროკურატურას მოვმართო:
ბატონებო,ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს მე მოვიპოვე და გავავრცელე უკანონო ჩანაწერი."სახალხო კრების" წევრმა ლაშა ამირეჯიბმა ნუგზარ ფოფხაძის სახლში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე ჩაწერა.
თქვენ ჩემს მიერ უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული ჩანაწერის გამო თანამდებობიდან გადააყენეთ და დააკავეთ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე.
რატომ არ აღძარით სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ? ველოდები მოვლენების განვითარებას,სიამოვნებით მოგცემთ ჩვენებას აღნიშნულ საქმეზე. დამატებითი მტკიცებულების სახით შემიძლია საინტერესო მესიჯები წარმოგიდგინოთ“.