-
2014-05-11 12:55
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე არა კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ, არამედ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით უნდა აღძრას.
მისივე თქმით, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები და თვალთვალი, ეს კანონდარღვევაა.
„ეს კანონდარღვევა, განსაკუთრებით თუ მაღალი თანამდებობის პირებისა და ჟურნალსიტების ჩაწერა ხდება. ამასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება აუცილებელია.
რაც შეეხება იმას, რომ საქმე აღიძრა პროკურატურის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა სწორია. სამწუხაროდ ღრმად დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ საქმე უნდა აღიძრას თავად ფაქტთან დაკავშირებით და არა კონკრეტული ტელეკომპანიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს არ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას“, _ განაცხადა ჩაფიძემ.