-
2015-10-06 04:55
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არასდროს განუცდია ისეთი სევდა, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში ჰქონდა.
„ისეთი სევდა არასოდეს განმიცდია, როგორიც 2004 წლიდან მთელი 9 წლის განმავლობაში მქონდა. მედარდებოდა ჩემი სამშობლო, იმ წლებში არც დაბადების დღეები გადამიხდია, არ მექეიფებოდა... გამოკვეთილად არავის მომხრე არ ვყოფილვარ, ყოველთვის აკაკის მივდევდი - „არც მიწისა ვარ, არც ცისა-მეთქი", ახლა რადგან ასეთი დაძაბული სიტუაციაა, მხოლოდ ერთს ვიტყვი: თავი დაანებონ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას, მან ფაშიზმი დაამხო! მეტი რა უნდა გაეკეთებინა!", - ამბობს ინტერვიუში ჩარკვიანი.