
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე წერს.
„არ ვაპირებდი ამ ამაზრზენ ტყუილზე მეტ გამოხმაურებას, მაგრამ ბოლო „ჟურნალისტური გამოძიების“ მასალამ და ჩემი ცნობილი „ფანის“ ჯანაშიას გაცვეთილი თემებით გამოჩენამ გახსნა ჩემთვის კვანძი არიადნას ძაფის.
გაუშიფრა საიდან მოდის ეს სიბინძურე. ეს ჩემი აკვიატებით შეპყრობილი ელისო ჯანაშიას მორიგი იაფფასიანი სიმდაბლეა, თავისი გაცვეთილი ჯიპის თემით. რომ კითხოთ როგორ ხარო – გეტყვით ბესელია ვიდრე არსებობს, ცუდადო... ეგ მარტო არაა შეპყრობილი, ბევრ „ნაციონალთან“ ერთად ამ დღეშია, არ ვაქცევ ყურადღებას და გადაირია...
დაჩის სიცოცხლე მას და მისნაირებს არ ადარდებთ, ეს ტრაგედია არ აინტერესებთ, მისთვის ყველა ტრაგედია საკუთარი ბოღმის გადმონთხევის საბაბია, ისევე როგორც მისნაირების... ამ ოჯახს ვუსამძიმრებ... არ ვიცნობდი... პირველმა "პრესა.გე"–მ დამირეკა და კომენტარი მთხოვა, თქვენი შვილი 29-ში თურმე "სქაი–ბარში" იმყოფებოდა როდესაც მკვლელობა მოხდაო.
მიჩვეული ვარ უკვე იმდენი განსაცდელი გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა რომ ეს მორიგი პროვოკაცია იყო, მაგრამ მარტივი იყო პასუხი. რატი უკვე რამდენი ხანია თბილისში არც ყოფილა, ბოლო კვირა კი აჭარაშია-თქო. ადგილიც ვუთხარი, სად იყო ჩემს ძმასთან ერთად, მერე დაიწყო..... წარმოუდგენელი კი მგონია არაფრისგან შექმნა თემა, მაგრამ ეს "ნაციონალების" სტილია... გაჩდა საშინელი კომენტარები...
წითელი ხაზის გადაკვეთაა, როდესაც ეხები უზნეოდ ოჯახს, შვილებს.. ჩემს გამო ისედაც ბევრი გადაიტანა ჩემმა ოჯახმა... რატი 16 წლის იყო მის მეზობელს და გუნდელს რომ გამოესარჩლა "ტოფიტა" კამფეტის გამო რომ ცემდნენ და დაცვა სცადა... მას ამისთვის ბრალი წაუყენეს და 1 წელი მსჯიდნენ ამით...
მერე ჩემ ძმასთან ერთად დააკავეს, პოლიციას გაუწია წინააღმდეგობაო და ესეც 1 წელი გრძელდებოდა ჯოჯოხეთის დღეები... მაშინ არ შემშინებია პირსისხლიანი რეჟიმის დროს და ერთი დღე არ შემიწყევტია ბრძოლა და დღეს როდესაც თავისუფლების სივრცე მოვიტანეთ, მდაბიო ჯანაშიას ან მისთანების შანტაჟი რამეს ნიშნავს ნეტა? გაცვდა მისი მოგონილი ჯიპის თემა, დაწერა სტატია და ეს ფოტო უდევს ამინდზე რომ წერს მაშინაც, ახლა "სქაი–ბართან" უნახავს თურმე, ხვალ სად მოელანდება კითხეთ....
ვინმე თამუნა ბ. გამოჩდა თურმე... და ასეთ სისულეებს აფარებენ თავს. ახლა ელისო ჟ . გამოჩდება, რომელიც მანაგაძეს დაასახელებს იქ იყო მკვლელობის ადგილასო და აბა წავუყენოთ ბრალი..... ესაა თქვენი ლოგიკა? რა უნდა მოიგონოთ და შეთხზათ როდესაც მარტივ კითხვაზე ვერ მპასუხობთ: მაჩვენეთ ერთი ადამიანი ვინც იტყვის რომ რატი იმ დღეს კი არა ბოლო თვე თბილისში ნახა...
უამრავი ადამიანი წერს დღეს ვინც იყო მასთან პირადად აჭარაში... რა უნდა მოიგონოთ აბა განაგრძეთ.. სადამდე მივა უზნეობის მასშტაბები.... არაფერს ვამტკიცებ და არც ვაპირებ გავაგრძელო ჯანაშიას "მოდელირებული ქრონიკის" ბოდვას ავყვე ან "ზონა ნიუსის" და მისი მიმდევარი "ნაციონალების", მე მაწუხებს ის, რომ მკვლელ გარემოს ასეთი ადამიანები ქმნიან, ვისთვისაც არც დაჩის სიცოცხლე და არც ბევრი დაჩის სიცოცხლე არ არის მთავარი, ტრაგედიას საკუთარი ბოღმის გადმონთხევის არენად იყენებენ და ხარობენ....
მე ამაზე მეტისთვის გამიძლია, ჩემს შვილს და ოჯახს ასევე უარესისთვის, ჯანაშიას და მისთანებს რომ არ ეღირსებათ იმ ღირსებით იარა ის წლები და პატარა ბიჭმა გაუძლო ყველაფერს, მაგრამ თქვენ მებრალებით – ამ ბოღმით და შურით როგორ უნდა იცხოვროთ? მე თმენის ვალდებულება მეტი მაქვს ვიცი, მაგრამ არასოდეს არ იყო ჩემთვის არანაირი თანამდებობა ღირსებაზე ღირებული და არც იქნება. არ მაქვს უზნეობის თმენის ვალდებულება და წითელ ხაზებს არავის გადმოვალახინებ...
ამით იმათ ვაფრთხილებ, ვისაც გონია ყველაფრის უფლება აქვს. მადლობა იმ უცნობ ადამიანებს, ასე რომ შეებნენ ცილისმწამებლებს მთელი დღეა და ნერვები არ დაზოგეს... მადლობა იმიტომ რომ წესებს იცავთ და ფასეულობებს და არა მე ან რატის. რატის დასაცავი არაფერი სჭირს ღვთის წყალობით. ცილისწამება კი თუ დაითმენ დიდი მადლიაო, მოძღვარმა მითხრა და შევემზადე. განაგრძეთ....
უბრალოდ ფასადურად მაინც გაიხსენეთ რომ ახალგაზრდა გარდაცვლილი ადამიანის სულს ეხება საქმე... ფირიც საჯარო გახდება და ბევრი სხვა რამეც ვინ თხზავდა ამ "მოდელირებული ქრონიკის" მორიგ სერიალს.... არაფერი არს დაფარული....",- წერს ეკა ბესელია.