-
2014-08-31 17:52
ნანა ბრეგვაძე, რომელსაც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დაბადების დღე მიულოცა სააკაშვილს მადლობის წერილით პასუხობს:
,,ჩემთვის მუდამ და ყოველთვის პრეზიდენტი დარჩებით ბატონო მიხეილ. უაღრესად დიდსულოვანი ადამიანი, უამრავი კეთილი საქმის გამკეთებელი.
სამწუხაროა, რომ ადამიანები ამას ვერ ხედავენ, თუმცა მოვა დრო და ყველა დააფასებს ამ დიდ ადამიანს, ძალიან მიყვარხართ. სამწუხაროდ პოლიტიკურ სტატუსს ადებენ კეთილ საქმეს.
წინააღმდეგობებს წავაწყდი ჯანდაცვის სამინისტროში იმის გამო რომ კიდევ მესაჭიროებოდა თანხა ამ ეტაპზე 2400 დოლარი. მკურნალობა ჯერ არ დამისრულებია. რომ ქალბატონი მანანა არ დამხმარებოდა და შემდეგ ქალბატონი თამარ ბოდოკია და რა თქმა უნდა ბატონი დავით სერგეენკოს კეთილი ნება, კვლავ დავრჩებოდი ღვთის ანაბარა.
ნუ განსჯით პოლიტიკოსებო კეთილ საქმეს და ნუ განიხილავთ პირადი სიმპათიებით. კეთილი საქმე საერთოა, საერთო სიკეთეა , ძალა ერთობაშია.
ადამიანი თვალით და სულით და გონებით ბრმა უნდა იყო , რომ გაკეთებული საქმე ვერ დაინახო. გული მწყდება რომ ასე ვბოროტდებით ადამიანები. მკურნალობას ვაგრძელებ შუა გზაში როგორ მივატოვებ ? მეც არ მსიამოვნებს, რომ მჭირდება ამდენი მკურნალობა.
თუმცა სხვა გზა არ მაქვს. მინდა რომ ბატონი მიშას მიერ გაკეთებული უამრავი სიკეთე გადამდები იყოს სრულიდ საქართველოსთვის. პოლიტიკა და ქველმოქმედება აბსოლუტურად სხვადასხვაა. ბატონო მიშა, სიტყვები არ მყოფნის ისე გამიხარდა თქვენი მოლოცვა.
ყოვეთვის ვიამაყებ იმით, რომ იმ საქართველოში ვცხოვრობდი, სადაც თუნდა მცირე ,მაგრამ 9 წელი იყავით საქართველოს პრეზიდენტი და საქართველო ცივილიზაციას მიუახლოვეთ. დაანახეთ ხალხს, რომე მეტი უნდა მოითხოვონ , დაანახეთ, რომ კონკურენტუნარიან გარემოში უნდა იცხოვრონ და სამშობლოს ღირსეული შვილები უნდა იყონ, მიიღონ განათლება და იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისათვის.
ამ სიტყვებს ვერ დაწერს ადამიანი თუ მას გულწრფელი განცდა არ აქვს. ხოდა, მე ასე ვწერ, რასაც ვფიქრობ ვწერ. არასოდეს მომბეზრდება თქვენზე დავწერო . თუმცა უკვე სიტყვები აღარ მყოფნის. უღრმესი მადლობა ბატონო მიხეილ . უდიდესი პატივისცემით. ნანა ბრეგვაძე,"– წერს ბრეგვაძე.