-
2014-08-31 16:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე „ფეისბქუის“ პირად გვერდზე რეჟისორისა და „სქაი ბარის“ დიჯეის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახმაურებს.
„დაჩი უკრავდა კლუბში. ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი, რომელიც ბესელიამ ციხიდან გამოუშვა, მისულან დაჩისთან. მუსიკის შეკვეთა უნდოდათ.
დაჩის უთქვამს, ეს რესტორანი ხომ არაა, რაც იქნება იქნებაო. ამას მოყოლია დაძაბულობა. დაცვას გაუყვანია ეს მკვლელი გარეთ. გამოდის დაჩი, ხვდება ეს ტიპი და უყრის დანას.
„მაესტრო“ კიდევ თურმე უნამუსოდ ავრცელებს მკვლელის იურისტის ბრალდებას, რომ დაჩი „არაკაცურად წაეპოტინა“ მკვლელს.
აი, უკვე მერამდენედ ხდება, რომ ჰომოფობიით მკვლელობის გამართლებას ცდილობენ საქართველოში?
და აი, უკვე მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?", - წერს ვაჭარაძე.