საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აზიარებს "ვანოს შოუს" მიერ მომზადებულ ვიდეოკოლაჟს "კართან მოდგა შემოდგომა", რომელსაც კომენტარს უკეთებს: "ზაფხულის ბოლო დღე".
ვიდეოკოლაჟი 2012 წლის "მიშას შემოდგომით" იწყება და 2016 წლის "ბიძინას შემოდგომით" მთავრდება.