
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს წარწერით „მალე საქართველოში“, ხოლო სტატუსში „აქტიურ მოქმედებებზე“ გადასვლას აანონსებს.
„ორი დღის მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა ინტენსიური შეხვედრები ტრაბზონში, რიზესა და სარფში.
მთავარი საკითხები იყო საერთაშორისო პრობლემატიკა, რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და პარტიის გეგმები.
ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს პუტინის მარიონეტების პოლიტიკის და რუსულ ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ.
უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო ჯგუფების ფართო ჩართულობა ამ პროცესში.
ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.
ძალა ერთობაშია!“, - წერს ნუგზარ წიკლაური.